1899 წლის ნოემბერში ქართველ მემამულეთა კომიტეტი აცნობებდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ 1900 წელს მონაწილეობა უნდა მიეღოთ პარიზის მსოფლიო გამოფენაში და ითხოვდა, გამგეობას დაეთმო მათთვის ყველა საუკეთესო გამოცემა ქართულ ენაზე, რაც კი მოეპოვებოდათ წიგნსაცავში, ასევე როინაშვილის მიერ ნაანდერძევი ფოტოკოლექციებიდან სხვადასხვა ფოტოები თავისი წარწერებითურთ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი