1898 წლის 12 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთხუთმეტე სხდომა. სხდომაზე გააკეთეს განცხადება საზოგადოების წევრ ალექსანდრე როინაშვილის გარდაცვალების შესახებ, რომელმაც მთელი თავისი ქონება საზოგადოებას უანდერძა. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ დასაფლავების ხარჯები თავად დაეფარა და დიდუბის პანთეონში დაეკრძალათ ალ. როინაშვილი; ობოლთა სასამართლოსთვის ეთხოვათ დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით ჩაეტარებინათ კანონიერი ღონისძიება ქონების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით. ასევე დავით კარიჭაშვილს, იაკობ გოგებაშვილს და ნიკოლოზ მთვარელიშვილისთვის დაევალებინათ დასწრებოდნენ ქონების სიის შედგენას, ხოლო ალექსანდრე ჭყონიას და ნიკოლოზ ცხვედაძის ვალდებულება საზოგადოებისთვის ფოტოგრაფიის შენობის საქმის შესახებ ცნობების მოხსენება გახლდათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი