საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18609

ფაქტი 18609

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ უკმაყოფილება გამოთქვა გამგეობის საქმიანობის შესახებ. მან განაცხადა, რომ ყველაზე მეტი ყურადღება სკოლებს სჭირდებოდა. სკოლებში კურსდამთავრებულებისა და მოსწავლეების რიცხვი მცირე იყო, მიზეზად კი გამოცდილი, მომზადებული და გლეხის მეგობარი მასწავლებლების არარსებობა დაასახელა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18609; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .