საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18727

ფაქტი 18727

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გამგეობის წევრმა გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძემ განმარტა თუ რატომ მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი ზოგიერთ სკოლაში რუსულ ენაზე. მან განაცხადა, რომ ზოგიერთი სკოლის მოხელეები წინააღმდეგობას უწევდნენ გამგეობის მიერ ქართულ ენაზე სწავლების მოთხოვნას და საზოგადოებას დახურვას უპირებდნენ. სწორედ სკოლების მოხელეების წინააღმდეგობა იყო მიზეზი ზოგიერთ სკოლაში რუსულ ენაზე სწავლებისა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18727; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .