საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18739

ფაქტი 18739

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ განაცხადა, რომ გამგეობის წევრები კრებას არ ესწრებოდნენ, რაც დაუშვებელი იყო. მისი აზრით, გამგეობას ინიციატივა უნდა გამოეჩინა, შეედგინა სამოქმედო გეგმები და წარედგინა საზოგადოების კრებისთვის. ასევე საჭირო იყო გამგეობის ახალი წევრები გაეფრთხილებინათ, რომ ან პირნათლად შეესრულებინათ თავიანთი საქმე ან უარი ეთქვათ გამგეობის წევრობაზე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18739; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .