საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18783

ფაქტი 18783

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ გამგეობა ცდილობდა მასწავლებლებისთვის კურსები ჩაეტარებინა, მაგრამ ამისთვის ფინანსები არ იყო და ამიტომ ვერ ახერხებდა. მასწავლებლების კრება კი დროგამოშვებით იმართებოდა, რასაც სასკოლო სექციის მხრიდან დიდი ყურადღება ეთმობოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18783; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .