1898 წლის 18 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით კარიჭაშვილი და ივანე რატიშვილი. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ტობანიერის ორკლასიანი სასწავლებლის ზედამხედველმა, რომ საჩუქრად გაეგზავნათ რამდენიმე ცალი „ბუნების კარი“ სკოლის მე-4 და მე-5 განყოფილებათა უღარიბესი მოსწავლეებისთვის დასარიგებლად. გამგეობამ სკოლას საჩუქრად 5 ცალი „ბუნების კარი“ გაუგზავნა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი