საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18876

ფაქტი 18876

1898 წლის 18 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა. სხდომაზე წარმოადგინეს ტიტე კახიძის შუამდგომლობა, რომ გამგეობა დახმარებოდა წიგნებით ან ფულით ალაგირელ ქართველებს, რომლებიც აპირებდნენ სკოლის გახსნას. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ ალაგირელი ქართველებისთვის სკოლის გახსნის შემდეგ გაეგზავნა 25 მანეთის ღირებულების წიგნები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18876; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .