საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18880

ფაქტი 18880

1893 წლის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა ძველ ნივთებს, ფულებს და წიგნებს იმ იმედით აგროვებდა, რომ შეძლებდა საკუთარი მუზეუმის აშენებას და მათ სხვა არქეოლოგიურ ნივთებთან ერთად მოათავსებდა. გამგეობამ მომავალი მუზეუმის გეგმა არქიტექტორს შეადგენინა და აპირებდა იმ პირისთვის გაეგზავნა, რომელიც მუზეუმისთვის ადგილის შემოწირვას დაპირდა. ხელს აწერენ: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი (რიშ-ბაბა), სვიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი, ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.

წელი:
1893
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებები, ოქმები და ანგარიშები ქართული მუზეუმისა და სამუზეუმო ექსპონატების შეძენის შესახებ | 1910-1913

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18880; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .