საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18881

ფაქტი 18881

1898 წლის 15 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კიტა აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი, გიორგი იოსელიანი, ივანე რატიშვილი, ალექსანდრე ჭყონია და გრიგოლ ყიფშიძე. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა დუშეთში გახსნილ ალექსანდრე როინაშვილის სახელობის წიგნსაცავის გამგეობამ, რომ მათ გაუგზავნონ წიგნები და ნივთები, რომელიც განსვენებულმა როინაშვილმა კანცელარიაში დატოვა. გამგეობამ ნივთების გასაგზავნად 2 თუმანი გადადო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18881; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .