1898 წლის 15 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცამეხუთე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი, ივანე რატიშვილი, კიტა აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი, ალექსანდრე ჭყონია და გრიგოლ ყიფშიძე. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი სექტემბრიდან 14 სექტემბრამდე საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი