საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18900

ფაქტი 18900

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე შალვა ანტონის ძე მიქელაძემ განაცხადა, რომ ორი წლის წინ გამგეობამ მთავრობასთან შუამდგომლობა აღძრა, რათა მასწავლებლებისთვის სისტემატიური კურსები ქართულ ენაზე ჩაეტარებინა, მაგრამ მთავრობამ უარი განაცხადა. საზოგადოების გამგეობამ კი ჩათვალა, რომ რუსულ ენაზე კურსების ჩატარება მიზანშეწონილი არ იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18900; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .