1908 წლის 15 ივნისის კრებამ ვერ მიიღო იაკობ ნიკოლაძისეული მოდელის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება, ამიტომ დაადგინა, რომ აღნიშნული საკითხი 30 აგვისტოს – ილიას გარდაცვალების წლისთავზე – გამართულ ახალ კრებაზე განეხილათ, ძეგლის საქმის გაძღოლა კი კვლავინდებურად ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობას მინდობოდა. დადგენილებას ხელს აწერენ: კრების თავმჯდომარე – იაკობ ღულაძე, მდივანი – სამსონ ფირცხალავა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი