საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18927

ფაქტი 18927

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის ფასის საკითხი. ფილიპე გოგიჩაიშვილი, კიტა აბაშიძე, სამსონ ფირცხალავა და სხვები მიიჩნევდნენ, რომ 6-7 ათასი მანეთი უნდა გამოეყოთ. ილია ზურაბიშვილის, ბ. ნანობაშვილისა და სხვათა აზრით, საფლავის ძეგლისთვის 1 000 მანეთზე მეტი არ უნდა დახარჯულიყო, რადგან ძირითადი თანხა მოედანზე დასადგმელი ძეგლისთვის დასჭირდებოდათ. საკითხი კენჭისყრით გადაწყდა და საფლავის ძეგლისთვის 6 000 მანეთი განისაზღვრა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18927; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .