1911 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მოისმინა გიორგი ყაზბეგის მოხსენება, რომ 21 ნოემბრის სხდომაზე გიმნაზიის კომიტეტმა დაადგინა, წერა-კითხვის საზოგადოებასა და საისტორიო საზოგადოებას მუზეუმისა და ბიბლიოთეკის მოსათავსებლად დროებით გადასცემოდა ქართული გიმნაზიის ზედა სართულის ნახევარი და ქვედა სართულის ორი ოთახი. აღნიშნული ადგილის მოვლა წერა-კითხვის საზოგადოების გამგეობას და საისტორიო საზოგადოების საბჭოს დაევალა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებები, ოქმები და ანგარიშები ქართული მუზეუმისა და სამუზეუმო ექსპონატების შეძენის შესახებ | 1910-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი