საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18945

ფაქტი 18945

1898 წლის 22 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილმა გამგეობას მიმართა, რომ დაებეჭდათ ეკატერინე გაბაშვილის საყმაწვილო მოთხრობები. გამგეობამ ეკატერინე გაბაშვილს სთხოვა საზოგადოებისთვის წარმოედგინა მოთხრობები და ასევე ეცნობებინა, რა პირობით დაუთმობდა მათ გამგეობას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18945; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .