1898 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომაზე გამგეობამ აირჩია ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის შემდეგი წევრები: კირილე ლორთქიფანიძე, დავით ლორთქიფანიძე, დავით ბაქრაძე, ანდრია ერისთავი, კონსტანტინე ბაქრაძე, ალექსანდრე ნანეიშვილი და იოსებ ოცხელი სამი წლის ვადით.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი