საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19000

ფაქტი 19000

1898 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძემ, რომ ეშუამდგომლათ კავკავის ეპისკოპოს ვლადიმერთან, რათა სკოლის მღვდლად და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაენიშნათ გიორგი ნათაძე, რომელიც გორის ეპისკოპოსის ლეონიდეს რეკომენდაციით აირჩიეს. გამგეობამ ტიტე კახიძის თხოვნა დააკმაყოფილა და ეს საკითხი აცნობა თერგის ოქლის სახალხო სკოლათა დირექტორს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19000; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .