საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19037

ფაქტი 19037

1899 წლის ნოემბერში იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას განუცხადა, რომ ის დიდი სიამოვნებით გაათავისუფლებდა გამგეობას „ბუნების კარის“ გამომცემლობითი ვალდებულებისგან, რათა შესძლებოდათ არისტო ქუთათელაძის თხოვნის შესრულება და მისი კონკურენტული სახელმძღვანელო „წყაროს“ გამოცემა. გამგეობას ძალიან ადვილად შეეძლო თავის საკუთარ გამოცემად ჩაეთვალა ამ წიგნის მე-10 გამოცემა, რადგან ამ გამოცემიდან უკვე გაეყიდათ 1600 ცალზე მეტი, ხოლო ფულის მიცემა უნდა დაეწყოთ 1-ლი იანვრიდან.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19037; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .