საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19052

ფაქტი 19052

1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ილია ჭავჭავაძე და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს მაჩხაანის დეპოს თხოვნა, რომ გამგეობას საკომისიოდ გასაყიდად გაეგზავნა სასკოლო წიგნები, მათ შორის „დედა ენა“, ქართული რვეულები და სხვა. გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო საკითხის განხილვა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19052; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .