1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს პეტერბურგში მყოფი სტომატოლოგიური კურსის სტუდენტის ივანე ახალშენიშვილის წერილი, რომლითაც გამგეობას ატყობინებდა, რომ ის მოვალე იყო საზოგადოებისთვის გადაეცა 5 თუმანი, რომელიც მან მიიღო ეპისკოპოსი კირიონისგან უკან დაბრუნების პირობით. საკითხი განსახილველად გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი