საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19059

ფაქტი 19059

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ილია რუხაძემ იმის დასამტკიცებლად, რა უყურადღებოდ იყო სკოლები მიტოვებული, მაგალითად საგურამოს სკოლა მოიყვანა, სადაც მამულისა და სკოლის ინტერესები მუდმივად უპირისპირდებოდა და სკოლა ყოველთვის იჩაგრებოდა. მამულის მოიჯარეები სკოლას ავიწროვებდნენ, მასწავლებლებს ზამთარში არ ჰქონდათ შეშა, არც სასწავლო ნივთები მიეწოდებოდათ დროულად. ამასთან მოსწავლეები სკოლაში შორი გზიდან დადიოდნენ. რუხაძემ განაცხადა, რომ სკოლის ასეთი მდგომარეობის შესახებ არაერთხელ აცნობა გამგეობის წევრებს, რომლებმაც ზომები მიიღეს და სკოლა სოფელში გადაიტანეს, მოსწავლეებს ახლოს რომ ჰქონოდათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19059; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .