საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19093

ფაქტი 19093

1912 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და მათი განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი ყველა განყოფილებისთვის საქმის წარმოების ერთნაირი წესის შემუშავებასთან დაკავშირებით გააკეთეს განცხადება, რომ დეკემბრის მიწურულს მთავარ გამგეობას უნდა გაეგზავნა ყველა განყოფილებისათვის შემოსავალ-გასავლის წიგნი, ოქმის ჩასაწერი ბლანკი და საკვიტანციო წიგნი, ხოლო ის განყოფილებები, რომლებსაც შემოსავლის 20% თავის დროზე შეჰქონდათ გამგეობაში უფასოდ მიიღებდნენ აღნიშნულ წიგნებსა და ბლანკებს, დანარჩენ განყოფილებებს კი ფასდადებით გაუგზავნიდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19093; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .