საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19104

ფაქტი 19104

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პროკოფი აფრასიონის ძე ჯაფარიძემ განაცხადა, რომ სკოლები უნუგეშო მდგომარეობაში იყო და მოსწავლეების რიცხვი საგრძნობლად იკლებდა. მისი აზრით, მასწავლებლები არ იყვნენ შესაბამისად მომზადებულები, რადგან მხოლოდ ანა-ბანას სწავლება არ იყო საკმარისი. მასწავლებელი კულტურული საქმის ხელმძღვანელი, გლეხის დამრიგებელი და გზის მაჩვენებელი უნდა ყოფილიყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19104; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .