1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა იაკობ გოგებაშვილის მოთხოვნა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში რევიზიის ჩატარების აუცილებლობის შესახებ. გამგეობის წევრ ივანე ზურაბიშვილს, მდივან ალექსანდრე მიქაბერიძეს, ქუთაისის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრებს, იოსებ ოცხელსა და ალექსანდრე ნანეიშვილს მიენდოთ ქუთაისის სკოლის რევიზია სწავლა-აღზრდისა და მართვის მხრივ, რევიზიის შედეგი უნდა წარმოედგინათ გამგეობისთვის. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი