საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19119

ფაქტი 19119

1898 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომაზე საზოგადოებას თხოვნით მიმართა თონეთის სკოლის პედაგოგმა ლავრენტი აგლაძემ სკოლისთვის გაეგზავნათ სასწავლო წიგნები, სურათები და ნივთები. გამგეობამ თონეთის სკოლას სურათების გარდა ყველა საჭირო ნივთი გაუგზავნა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19119; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .