1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე სულავამ განაცხადა, რომ ექვსი წელი ბჭობდნენ საწევრო გადასახადის შემცირებაზე, მაგრამ მაინც გაურკვეველი დარჩა ეს საკითხი, რადგან გამგეობა გვერდს უვლიდა მის განხილვას და არ სურდა ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებაში სხვა ხალხის გაწევრიანება.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი