საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19131

ფაქტი 19131

1898 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა ნიკოლოზ ცხვედაძემ, რომ სვიმონ წერეთლის თქმით, მის მეუღლეს მარიამ არჩილის ასულ წერეთლისას კვლავ სურდა ყოფილიყო ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველოს წევრი. მას ამის შესახებ უცნობებია კომიტეტის მდივან კირილე ლორთქიფანიძესთვის, რომელსაც შემდეგ გამგეობისთვის უნდა ეცნობებინა ეს საკითხი, მაგრამ უშედეგოდ, სწორედ ამიტომ ცხვედაძის აზრით, მარიამ წერეთლისა კვლავ უნდა აერჩიათ სამზრუნველო კომიტეტის წევრად. გამგეობამ განაცხადა, რომ ვინაიდან ეს საკითხი თავის დროზე არ უცნობებიათ გამგეობისთვის, მათ უკვე არჩეული ჰყავდათ სამზრუნველოს ახალი წევრი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19131; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .