საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19132

ფაქტი 19132

1898 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას კითხვით მიმართა ივანე ზურაბიშვილმა, თუ რატომ არ ჰქონდათ ინფორმაცია ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში მომხდარი ცვლილებების შესახებ. გამგეობამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორს მოსთხოვა, განემარტა გამგეობისთვის თუ რატომ მოხდა სკოლის სხვა ადგილზე გადატანა და რატომ არ შეატყობინეს აღნიშნული საკითხი საზოგადოებას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19132; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .