საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19136

ფაქტი 19136

1911 წლის 6 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საზოგადოების ბიბლიოთეკისა და მუზეუმის საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისთვის გადაცემის საკითხი. დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, ალექსანდრე სარაჯიშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი გადაცემის მომხრენი იყვნენ, თუმცა გამგეობის წევრთა ხმათა უმრავლესობით დაადგინეს, ბიბლიოთეკა და მუზეუმი საზოგადოების საკუთრებაში დარჩენილიყო, რადგან საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას წკგ საზოგადოებაზე უკეთ პატრონობა არ შეეძლო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19136; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .