1911 წლის 10 სექტემბრის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, სამუზეუმო კომისია არკვევდა, რა თანხა ჰქონდა საზოგადოების მუზეუმისთვის ადგილის შესაძენად. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფონდში 32 700 მანეთი იყო, თავადაზნაურობამ სამუზეუმო კომისიას წინა ზაფხულს 5 000 მანეთი დაუნიშნა და კიდევ 45 000 მანეთს დაჰპირდა, თუ თავადაზნაურობა დაპირებას შეასრულებდა, სამუზეუმო ფონდს სულ 82 700 მანეთი ექნებოდა და ი. სვანიშვილის მამულის შეძენას შეძლებდა. ოქმს ხელს აწერენ ექვთიმე თაყაიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, იპოლიტე ვართაგავა, სიმონ კლდიაშვილი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, ალ. სარაჯიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებები, ოქმები და ანგარიშები ქართული მუზეუმისა და სამუზეუმო ექსპონატების შეძენის შესახებ | 1910-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი