საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19220

ფაქტი 19220

1898 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეჩვიდმეტე სხდომაზე აბრამ აკოფოვმა თხოვნით მიმართა გამგეობას, მიეცათ მისთვის 1200 მანეთი „დედაენის“ 24000 ცალი ყდის დასამზადებლად, რომელსაც გამგეობას მაისის ბოლოს ჩააბარებდა. გამგეობამ დააკმაყოფილა აკოფოვის თხოვნა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19220; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .