საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19223

ფაქტი 19223

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს მასწავლებლის პასუხი ბახვის სასწავლებლის მდგომარეობის შესახებ, რომ მას ჰქონდა ორი სართული, პირველი სართული ქვის იყო ორი კლასით, მეორე სართული ბიბლიოთეკასა და ოსტატის ოთახს ეკავა, რომელიც ზოგჯერ კლასადაც გამოიყენებოდა. სასწავლებლის ეზოში იყო სასაფლაო და მისი დამაარსებელი ბევრ ფულს იხდიდა მიწის შესასყიდად, მაგრამ მეპატრონეები არ თანხმდებოდნენ. მოსწავლეების რიცხვი ზამთარში მცირდებოდა, ასევე, შემოდგომაზეც სიცივისა და სხვადასხვა საქმის გამო. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანოვი და დავით ივანეს ძე ავალიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19223; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .