საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19272

ფაქტი 19272

1913 წლის 4 ივლისს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება სწერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება ჩაიბარებს წერა-კითხვის საზოგადოების ყველა სამუზეუმო ნივთს, ნაბეჭდ და ხელნაწერ წიგნს, სიგელ-გუჯარს, სურათსა და ნუმიზმატიკურ კოლექციას. საისტორიო საზოგადოების მიერ ყველა ნივთი აღიწერება როგორც საერთო, ისე ცალკე დავთრებსა და კატალოგებში. ხელს აწერენ საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19272; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .