საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19273

ფაქტი 19273

1913 წლის 3 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავის გამგის დავით კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, საჭირო იყო წიგნსაცავ-მუზეუმის მდგომარების შემოწმება და ილია ჭავჭავაძის კაბინეტის ნივთების სიის შედგენა, რასაც ხანგრძლივი დრო დასჭირდებოდა. მისი აზრით, წიგნსაცავი მკითხველთათვის ერთი თვით უნდა დახურულიყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19273; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .