საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19289

ფაქტი 19289

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გიორგი იოსელიანის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შესახებ, რომლის მიხედვითაც კავკავის სკოლის მოსწავლეები სუსტები იყვნენ რიგ საგნებში, დაადგინა, მიეწერათ სკოლის გამგე ტიტე კახიძისთვის, ყურადღება მიექცია ამ არასასიამოვნო და არასასურველი გარემოებისთვის და მიეღო სათანადო ზომები ამ საგნების სწავლის გასაუმჯობესებლად. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19289; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .