1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე რევაზ გაბაშვილმა განაცხადა, რომ 66 ბიბლიოთეკიდან მხოლოდ 15 იყო ნორმალურად მოწყობილი, რასაც ბიბლიოთეკების გახსნის სისტემის არარსებობა განაპირობებდა. მხოლოდ გახსნის ნებართვის გაცემა და წიგნების შეწირვა არ იყო საკმარისი ბიბლიოთეკის კარგად ფუნქციონირებისთვის. საჭირო იყო კარგი ხელმძღვანელების დანიშვნა და ხალხისთვის გასაგები წიგნების შეძენა, რათა ბევრი მკითხველი ჰყოლოდა მას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი