1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით ხართიშვილმა განაცხადა, რომ ქართულ ენას ყველაზე მეტად საფრთხე თბილისში ემუქრებოდა და ინტელიგენციაც გადაგვარების გზაზე იდგა. ამიტომ, თბილისში ერთი ქართული სამაგალითო სკოლა უნდა გახსნილიყო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი