1914 წლის 23 ნოემბერს ლევან დიასამიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს შესთავაზა წინადადება, რომ გამგეობას სამკითხველოს გახსნის დროს წინასწარ გაეგზავნა ინსპექტორი კონკრეტულ ქალაქსა თუ სოფელში და გაერკვია მისი დამაარსებელი კერძო პირი ან ჯგუფი იძლეოდა თუ არა ბიბლიოთეკის კარგად მოწყობის გარანტიას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი