სოფელ კახის ქრისტიანთა საზოგადოების სათემო ყრილობის მონაწილენი ერთობლივი თხოვნით მიმართავენ ცნობილ ქველმოქმედებს, ძმებ ზუბალაშვილებს – საჭირო თანხით შეეწიონ გიორგი ვასილის ძე ტარტარაშვილს, რათა მან შეძლოს სწავლის გაგრძელება ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. ხელს აწერენ: ვასილ ბაჩალიაშვილი, ალექსი ბაჩალიაშვილი, ივანე ბაჩალიაშვილი, გიორგი ოთარაშვილი, მიხეილ ოთარაშვილი, მიხეილ ოთარაშვილი, ანდრეი ოთარაშვილი, ალექსანდრე ოთარაშვილი, სანდრო ოთარაშვილი, ანდრია ზურაბაშვილი, ვასილ ზურაბაშვილი, იაკობ ზურაბაშვილი, დავით ზურაბაშვილი, გიორგი ზურაბაშვილი, ვასილ თაგოშვილი, გაბრიელ თაგოშვილი, მიხეილ როსტიაშვილი, ვანო როსტიაშვილი, პლატონ ტარტარაშვილი, მოსე კუსაშვილი. დასახელებულ პირთა თხოვნით ხელს აწერს მიხეილ ხუციშვილი, ხელმომწერთა ნამდვილობას ადასტურებს სოფლის მამასახლისი გაბრიელ ჯანაშვილი.

წყარო: ილია ჭავჭავაძის გასვენებაზე დამსწრე დელეგატების კრების დადგენილება ილიას სახელობის ეროვნული ფონდის შექმნის შესახებ | 1907-1908
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი