1898 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთექვსმეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, გიორგი იოსელიანი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ანასტასია წერეთლისა, ალექსანდრე ჭყონია და ეკატერინე გაბაშვილისა. სხდომაზე წარმოადგინეს წერილობითი ნებართვა კავკავის სასულიერო წარმომადგენლისა სკოლასთან ეკლესიის აშენების თაობაზე. აღნიშნული საკითხი გამგეობამ შეატყობინა კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტს და ასევე დაავალა მადლობა გამოეცხადებინათ ეპისკოპოსისათვის.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი