საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19376

ფაქტი 19376

1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პეტრე პავლეს ძე გელეიშვილმა განაცხადა, რომ პირველ რიგში ყურადღება სჭირდებოდა ქართლში, კერძოდ, დუშეთის მაზრაში ბიბლიოთეკების მოწყობის საქმეს, რადგან იქ საზოგადოებაში სრული უვიცობა იყო გამეფებული. ამიტომ, სჯობდა ყურადღება გურიისთვის მოეკლოთ და დუშეთის მაზრისთვის მიეხედათ, რადგან გურიაში ხალხი თავად იჩენდა ინიციატივას და მოტივირებულები იყვნენ ბიბლიოთეკის მოსაწყობად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19376; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .