1913 წლის 16 დეკემბრის სამუზეუმო სექციის სხდომაზე ექვთიმე თაყაიშვილის განცხადება განიხილეს, რომელიც მხატვარ მოსე თოიძის სურათების შესაძენად 200 მანეთს ითხოვდა. გამგეობამ თაყაიშვილის წინადადება მიიღო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის სხდომის ოქმები | 1913-1916
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი