1912 წლის 14 მარტის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილმა დატოვა ანდერძი, რომლის მიხედვითაც, მის ჭირისუფლებს ანდერძში დასახელებული მამულები უნდა გაეყიდათ და შემოსავლის ნახევარი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის გადაეცათ, რომელიც ქართული მუზეუმის აშენებას უნდა მოხმარებოდა. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და სხდომის მდივანი გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებები, ოქმები და ანგარიშები ქართული მუზეუმისა და სამუზეუმო ექსპონატების შეძენის შესახებ | 1910-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი