საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19420

ფაქტი 19420

1912 წლის 14 მარტის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის გაყიდული მამულებიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შეიძლებოდა 120000-140000 მანეთი შემოსვლოდა. ეს თანხა საკმარისი არ იყო მუზეუმის შენობის ასაშენებლად, ამიტომ კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა კომისიის წევრებს შეკითხვით მიმართა: საჭიროდ თვლიდნენ თუ არა მოქალაქეებისთვის თხოვნით მიემართათ, რომ ამ საერო საქმეში საზოგადოებას შესაძლებლობის მიხედვით დახმარებოდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19420; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .