ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანი გრიგოლ ბურჭულაძე იუწყება, რომ მან არ იცოდა სად ინახებოდა ძველი ოქროს ფულები და ოქროს საბურნუთე ყუთი. მხოლოდ ვასილ კლდიაშვილის ნათქვამიდან გამომდინარე იცოდა, რომ აღნიშნული ნივთები კარადაში იყო მოთავსებული, რომელიც მას დაკეტილი ეგულებოდა. თანამდებობის აღსრულებამდე მან მხოლოდ სალარო (კასა) ჩაიბარა, სხვა ქონება არ ჩაუბარებია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებები, ოქმები და ანგარიშები ქართული მუზეუმისა და სამუზეუმო ექსპონატების შეძენის შესახებ | 1910-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი