1914 წლის 23 ნოემბერს დავით გიორგის ძე ხართიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს შესთავაზა წინადადება, რომ ორი ტიპის ბიბლიოთეკა გაეხსნათ: პირველი – სკოლა-განყოფილებებთან, რომელიც წინასწარი მოთხოვნით გაიხსნებოდა და დააკმაყოფილებდა როგორც ადგილობრივის, ასევე საზოგადოების მოთხოვნილებებსაც და მეორე ტიპის ბიბლიოთეკები იქნებოდა კონკრეტული ქალაქისა თუ სოფლის ადგილობრივი მცხოვრების ინიციატივით გახსნილი, რომლის გახსნა-მოწყობაში გამგეობა უნდა დახმარებოდა მას. ორივე ტიპის ბიბლიოთეკაში მოეწყობოდა ორი განყოფილება: ერთი მოზარდებისთვის, მეორე – ზრდასრულებისთვის. ასევე სტატისტიკური ცნობების წარმოებისთვისაც უნდა მიექციათ ყურადღება.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი