საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19438

ფაქტი 19438

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელმძღვანელო მითითების მიხედვით, სპეციალური საკითხების შესასწავლად და განსახორციელებლად გამგეობასთან ერთად საადმინისტრაციო, სასკოლო, საგამომცემლო, ბიბლიოთეკების, სამკითხველოებისა და სამუზეუმო განყოფილებები დაარსდა. ხელს აწერენ სამუზეუმო განყოფილების თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები: კორნელი სამსონის ძე კეკელიძე, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, დავით გიორგის ძე ჯორჯაძე, იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი და ვასილ როსტომის ძე ყიფიანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19438; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .