საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19439

ფაქტი 19439

1913 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის ინსტრუქციის მიხედვით, საზოგადოების საქმეები გამგეობას და მის ხუთ სპეციალურ განყოფილებას (სექციას) უნდა მოეგვარებინა. გამგეობის კრება უნდა გამართულიყო საჭიროებისამებრ, თავმჯდომარის მოწვევით. გამგეობა ირჩევდა თანამდებობის პირებს, ნიშნავდა სტიპენდიებს, ერთდროულ დახმარებებს, საკონკურსო პრემიებს, განიხილავდა წლიურ ანგარიშებს და მოხსენებებს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19439; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .