საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19497

ფაქტი 19497

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ დაათვალიერა ალექსანდრე ორბელიანის ხელნაწერები, რომელიც სულ 16 გვერდს შეიცავდა (კატ. N 1461). მას არ აკლდა არც ერთი ფურცელი და არც პორნოგრაფიული ხასიათის წერილები არ იყო. მისი აზრით, შეუძლებელი იყო დარბაისელ მწერალს პორნოგრაფიული ხასიათის წერილები დაეწერა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19497; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .